რატომ Air Aroma?

ჩვენ 20 წელზე მეტია რაც გამორჩეული ბრენდებისთვის ვქმნით არომატებს.

ჩვენს არომატებს, ტექნოლოგიებს და გლობალურ ქსელს კონკურენტი არ გყავს.

არომა-ბრენდინგის ექსპერტი

Air Aroma ამაყობს არომა-მარკეტინგში უკონკურენტო გამოცდილებით და ცოდნით, რომელიც არსებობის თითქმის 2 ათწლეულის მანძილზე დააგროვა. ის მსოფლიოს პირველი არომა-ბრენდინგის სააგენტოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ბევრ უდიდეს და ცნობილ ბრენდთან, ცნობილ ადამიანებთა და წარმატება მოვუტანეთ 500 კომპანიას.

ჩვენი პარფიუმერები, ბრენდინგის ექსპერტები და ვიზუალური დიზაინის სპეციალისტები ერთად ქმნიან არომატებს, რომლებიც ყვებიან ისტორიას და უფრო მჭიდროდ აკავშირებენ ბრენდს და მომხმარებლებს. ჩვენი არომატის შექმნის ინოვაციური პროცესის შედეგი ექსკლუზიური არომატებია, რომელთაც შეუდარებელი წარმატება მოაქვთ ჩვენი კლიენტებისთვის, თავად ნახეთ.

არომატიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია

Air Aroma-ს სურნელის გაფრქვევის სისტემები იყენებენ მდგრადი დიფუზიის ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს სურნელის თანაბარ მიწოდებას მიუხედავად კარტრიჯში დარჩენილი არომატის რაოდენობისა (ამით ეს ტექნოლოგია განსხვავდება აორთქლებადი და გელის ბაზაზე შექმნილი სისტემებისგან).

ჩვენს მიერ დაპატენტებული ე.წ "ცივი დიფუზიის" არომატიზაციის ტექნოლოგიის წყალობით არომატი ხარისხს ინარჩუნებს დიფუზიის მთელი პროცესის განმავლობაში. გაცხელების და აორთქლების მეთოდებიგან განსხვავებით, ცივი დიფუზიის ტექნოლოგია არომატს უნარჩუნებს ბუნებრივ თვისებებს. და არ არღვევს მის ერთიანობას.

  • Air Aroma
  • კონკურენტი
  • Day 1
  • Day 7
  • Day 14
  • Day 21
  • Day 30
  • 100%
  • 75%
  • 50%
  • 25%

გლობალური ქსელი

Air Aroma-ს გლობალური სათავო ოფისები მდებარეობს აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, ჰონგ-კონგში და დუბაიში. მათ გვერდში უდგანან Air Aroma-ს ადგილობრივი დისტრიბუტორები 80 ქვეყნიდან. ჩვენ ნამდვილად საუკეთესო მომსახურებას შემოგთავაზებთ.

გლობალური ქსელი

საუკეთესო ინგრედიენტები

Air Aromaიყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის არომატებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა არომატი ჰაერში ქმნის მდგრად, მდიდრულ და უნიკალურ სურნელს.

საუკეთესო ინგრედიენტები