არომა-მარკეტინგი
შედეგი - უფრო კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც იმახსოვრებს თქვენ ბრენდს და უფრო დიდხანს რჩება თქვენთან
რატომ არომატიზაცია?
დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში დაუვიწყარი შთაბეჭდილება და მომხმარებელთან ემოციური კავშირების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენსკენ გადმოიბიროთ მომხმარებლის მხარჯველობა და მოიპოვოთ მათი გრძელვადიანი ერთგულება.
ყნოსვა ადამიანის ყველაზე ძლიერი და ემოციური გრძნობაა. სურნელის გზით ბრენდებს შეუძლიათ მომხმარებელთან უფრო ღრმა ემოციურ დონეზე დაკავშირება, შედეგად დაუვიწყარი მოგონების შექმნა.
სურნელს შეუძლია ახალი მომხმარებლის მოზიდვა, გაყიდვების გაფართოება, შეფასების გაუმჯობესება და მომხმარებლის კმაყოფილების და ბრენდის ცნობადობის გაზრდა.
არომა-მარკეტინგი;სენსორული მარკეტინგის სახე, რომელიც ყნოსვის შეგრძნებას ეფუძნება.
არომა-მარკეტინგი იმაზე მეტია, ვიდრე სასიამოვნო სურნელის ჰაერში გაფრქვევა. ეს არის ბრენდის იდენტობის, სამიზნე ჯგუფის, მარკეტინგული გზავნილის გაერთიანების ხელოვნება ისეთი სურნელით, რომელიც ხაზს უსვამს ამ ღირებულებებს.
სურნელის უნიკალური თვისებაა თითქმის მყისიერად მოახდინოს გავლენა ქცევაზე და გაააქტიუროს მეხსიერება. როდესაც სურნელი გამოიყენება სხვა მარკეტინგულ ტრიგერებთან ერთად, მას შეუძლია გააძლიეროს ბრენდისადმი დადებითი განწყობა და შექმნას გრძელვადიანი კავშირი მომხმარებელთან.
ყნოსვა
/
მეხსიერება
ითვლება, რომ ჩვენი ყოველდღიური განწყობის 75%-ს ჩვენი ყნოსვა განაპირობებს. ყნოსვის ჯირკვალი, რომელიც სუნს აღიქვამს, მჭიდრო კავშირშია ლიმბურ სისტემასთან, რომელიც ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას აკონტროლებს და სწორედ ეს კავშირია მამოძრავებელი ძალა ჩვენს ყნოსვით აღქმაში.
ცხვირში არსებული ყნოსვის რეცეპტორები პირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ემოციებზე. სწორედ ამიტომ, სურნელს შეუძლია გამოგზაუროთ სხვა დროსა და ადგილას და დაგაკავშიროთ რომელიმე მოგონებასა ან გრძნობასთან.
ადამიანები დაახლოებით 10 000 სხვადასხვა სუნს აღიქვამენ. უფრო აღსანიშნავი კი ისაა, რომ სუნის გახსენება 65%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ერთი წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ვიზუალური გამოსახულების გახსენების სიზუსტე სამი თვის შემდეგ მხოლოდ 50%-ია. (ყნოსვითი შეგრძნებების ინსტიტუტი).
"ჩვენი ყოველდღიური ემოციების 75%-ს სუნი განაპირობებს. მხედველობასთან ერთად, ყნოსვა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა ჩვენთვის."
შედეგები
შედეგი უფრო კმაყოფილი მომხმარებელია, რომელიც იმახსოვრებს თქვენს ბრენდს და უფრო დიდხანს რჩება თქვენთან. აკადემიურმა და მარკეტინგულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სურნელის გამოყენებას უდიდესი გავლენა აქვს მომხმარებლის მიერ ბრენდის აღქმაზე. სწორად შერჩეულ სურნელს შეუძლია გააძლიეროს სავაჭრო ობიექტებში მიღებული შთაბეჭდილებები, შექმნას კომფორტული და პოზიტიური გარემო, რაც ძალდაუტანებლად უბიძგებს მომხმარებელს უფრო მეტი დრო გაატაროს მაღაზიის სივრცეში, რაც თავის მხრივ ზრდის მომხმარებლის მხრიდან მხარჯველობას.
ჰაერში გაბნეული სწორად შერჩეული არომატი ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობას, ქმნის იდეალურ ატმოსფეროს კლიენტების, თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის და გამოარჩევს თქვენს ბიზნესს კონკურენტებისგან.
ერთ-ერთმა საკონკულტაციო კომპანიამ ჩინელ მყიდველს წარუდგინა ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდი New Balance სწორედ სენსორული მარკეტინგის ხერხის გამოყენებით. მათ მაღაზიაში გამოიყენეს ხისა და ტყავის ნოსტალგიური სურნელი, რათა მყიდველამდე მიეტანათ ბრენდის ტრადიციები და ოსტატობის ისტორია. შედეგად მყიდველებმა მაღაზიაში ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე მსგავსი ზომის სხვა მაღაზიებში, რადგან ატმოსფერომ მათ შთააგონა, რომ აქ უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ. „რაც უფრო დიდხანს რჩება მომხმარებელი მაღაზიაში, მით მეტს ხარჯავს ის“ ( საკონსულტაციო ფირმა „თანასწორობის სტრატეგია“).