Aropromo

სავაჭრო წერტილის არომა-მარკეტინგი, დააჭირე, შეიყნოსე, გაფრინდი.

რა არის Aropromo?

ჯილდოს მფლობელი Aropromo არის სავაჭრო წერტილის არომა-მარკეტინგული ხერხი, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებს აწარმოონ მულტისენსორული სარეკლამო კამპანია. Aropromo-ს საშუალებით შეგიძლიათ თქვენი სურნელი დაუმატოთ თქვენი პროდუქტის ბილბორდს ან სტენდს, მომხმარებელს გაუღვიძოთ ინტერაქციის და თქვენი პროდუქტის სურნელის გასინჯვის სურვილი.

სავაჭრო წერტილის სტენდის მიზანია მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება და გამოყოს ახალი პროდუქცია ან სპეციალური შეთავაზება. Aropromo შექმნილია იმისთვის, რომ სტენდზე გამოფენილი პროდუქციის სურნელით ხაზი გაუსვას ვიზუალურ გამოსახულებას, ტექსტს ან შეფუთვის ეფექტს, ამით მას სტენდის სარეკლამო შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.

არომატის კვლევა
Air Aroma-მ და უნილევერმა ერთობლივი ძალებით განახორციელეს წარმატებული სარეკლამო კამპანია მაღაზიებში ქვეყნის მასშტაბით, უნილევერის ანტიპერსპირანტის ბრენდისთვის Axe - Apollo.

შექმნილია თქვენი მოთხოვნების შესაბამისად

ჭკვიანური, კომპაქტური და ადვილად ხელმისაწვდომი, Aropromo მთლიანად ერგება თქვენს ბრენდს. Aropromo-თი თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ბრენდის ვიზუალური მხარისა და სურნელის შერწყმა თქვენი სავაჭრო წერტილის სტენდზე. მომხმარებლებს სტენდთან ინტერაქცია შეუძლიათ ღილაკით, სენსორით, ან დროის ინტერვალის მიხედვით. ეს არის სავაჭრო დახლებისა და სარეკლამო სტენდებისთვის განკუთვნილი დიფუზორი, რომელიც ბრენდირებულია მთლიანად თქვენი არომატით.

შექმნილია თქვენი მოთხოვნების შესაბამისად

თქვენი ბრენდი

Aropromo მხოლოდ თქვენი ბრენდისთვისაა შექმნილი. ჩვენი პარფიუმერები, დიზაინერები და ბრენდის სტრატეგები თანამშრომლობენ თქვენს კომპანიასთან, ითვალისწინებენ ბრენდის ვიზუალურ მახასიათებლებს, საილუსტრაციო მასალას და ზოგად მარკეტინგულ მესიჯს და ქმნიან ისეთ სარეკლამო სტენდს, რომელსაც თქვენი მომხმარებელი ვერ დაივიწყებს.

თქვენი სტენდი

Aropromo შექმნილია თქვენი სტენდის შესაბამისად. ბატარეაზე მომუშავე არომატის საფრქვევი ეს მოწყობილობა სხვადასხვა ზომისაა, ამიტომ თუ გსურთ არომატი დაუმატოთ როგორც დიდ ბილბორდებს, ისე პატარა მაღაზიის სტენდს, Aropromo თქვენს სარეკლამო მოთხოვნებს თქვენი სურვილისამებრ მოერგება.

თქვენი სურნელი

Aropromo თქვენს სურნელს იყენებს. თქვენი არომატის ინტეგრირებით, Aropromo მომხმარებლებს პირდაპირ აკავშირებს თქვენს პროდუქციასა და ბრენდთან და აცნობს მათ პროდუქტს და ბრენდის მესიჯს უფრო დასამახსოვრებელი ინტერაქციული გზით.

Aropromo-ს მიღებული აქვს საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის POPAI-ს ჯილდო

POPAI სავაჭრო ობიექტების რეკლამირების საერთაშორისო ორგანიზაცია ერთადერთი გლობალური არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც სპეციალიზდება მაღაზიებისა და მყიდველთა მარკეტინგში. ყოველწლიური დაჯილდოება წარმოგვიდგენს მწარმოებელთა და მიმწოდებელთა დიზაინისა და წარმოების ინოვაციებს მთელი სოფლიოს მასშტაბით და გამოარჩევს განსაკუთრებულ ნიჭს ამ ინდუსტრიაში.

Aropromo 2013 წელს დაჯილდოვდა POPAI-ს ჯილდოთი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში. Aropromo დაახასიათეს, როგორც მოწინავე, ჭკვიანი, ქმედითი და თამამი ინოვაცია სავაჭრო წერტილებისთვის საცალო ვაჭრობის ბაზარზე, სადაც მაღალი კონკურენციაა და ცვლილებები სწრაფად ხდება.

Aropromo-ს მიღებული აქვს საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის POPAI-ს ჯილდო

კომპანიები, რომლებიც იყენებენ Aropromo-ს

Aropromo სთვაზობს ბრენდებს და კომპანიებს მულტისენსორულ სარეკლამო კამპანიაში არომატის გამოყენების ეფექტურ გზას და მაღაზიებში გამოფენილი პროდუქციის წარსადგენად ორი შთაბეჭდილების, ვიზუალური მხარისა და სურნელის გაერთიანებას.

ისეთმა წამყვანმა ბრენდებმა როგორიცა უნილევერი და კოლგეიტ პალმოლივი, სწორედ Aropromo აირჩიეს იმისთვის, რომ შეექმნათ მრავალგანზომილებიანი შთაბეჭდილება მაღაზიებში შესულ მყიდველზე. Aropromo-ს საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა სუნამოები, საწმენდი საშუალებები, ქსოვილის დამარბილებლები, შამპუნები, დეოდორანტები, საკვები და სასმელი. მიუხედავად იმისა მცირე ზომის ბიზნესი გაქვთ, თუ მსხვილი, Aropromo მყიდველების დაინტერესების კრეატიული, ინტერაქციული და ხელმისაწვდომი გზაა.