Romance Was Born and VAMFF

ევკალიპტი, ლიმონის მირტი, ფიჭვი, მანუკა, ბეგქონდარა

პოდიუმის არომატები

ვირჯინ ავსტრალიის ავიახაზების მელბურნის მოდის ფესტივალი (VAMFF) ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება ავსტრალიაში მოდისა და სილამაზის ინდუსტრიის საქმიან და შემოქმედებით მხარეებს და წარმოგვიდგენს მსოფლიო კლასის პოდიუმს ავსტრალიის უკვე შემდგარი და დამწყები დიზაინერების გამოსვლების, თანამედროვე პროდუქციის გამოფენების, სილამაზის სახელოსნოების, მოდის სემინარების, ფორუმების, ცოცხლად შესრულებული წარმოდგენების და კიდევ მრავალი ელემენტის სახით. 

Air Aroma-მ მოდის სახლ „Romance Was Born-თან და VAMFF-თან პარტნიორობით შექმნა უნიკალური ექსკლუზიური არომატი პოდიუმის ჩვენებებისა და შოუებისთვის. 'Bush Magic'-ის კოლექციის ჩვენებისა და შოუსთვის ჩვენ ჩავიფიქრეთ ნამდვილი ავსტრალიური არომატი ისეთი ნოტებით, რომელიც ასახავდა შოუს არსს. ევკალიპტისა და ლიმონის მირტის ცოცხალი ნაზავი, ფიჭვის, მანუკასა და ბეგქონდარას სურნელებით. შედეგად მივიღეთ ჰაეროვანი, კრისტალური და უპირობოდ ავსტრალიური არომატი.

უნიკალური ექსკლუზიური არომატი წარმოადგენდა ხალისიან, მხიარულ და ამავდროულად თანამედროვე ხედვას ადგილობრივი ავსტრალიური ბაღის ელემენტების კომბინაციით. სწორედ ასეთი იყო თავად კოლექციაც, სილამაზით, სტილით და გრაციოზულობით გამორჩეული. არომატმა მაყურებელი დააკავშირა დიზაინერის ხედვასთან, რომელიც განასახიერებდა ბავშვობის ოცნებების უსასრულო ოპტიმიზმსა და ბუნების თავისუფალ სულს.

არომატის გაფრქვევამ გააძლიერა მაყურებლის შთაბეჭდილება შოუს ენერგეტიკაზე და სრულყოფილად გადმოგვცა შოუს ლაღი ელეგანტურობა და სამოსის, განათების მუსიკის, მაკიაჟის ფერადოვნება და მთლიანად შოუს სულისკვეთება. თითოეული ელემენტი არომატის ჩათვლით ჰარმონიულად ესადაგებოდა ერთმანეთს. წარმატება თავად ბრენდმა შეაფასა, იმ დიდი გამოხმაურებით, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა და რაც დადებითად აისახა შემდგომ ონლაინ გაყიდვებზე.


Romance Was Born and VAMFF

„თქვენ შთააგონებთ ადამიანებს შეიძინონ სამოსი თქვენი კოლექციიდან, მაგრამ მოდა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოსი. ეს ისტორიაა, რომელსაც ხალხს უყვები და ისინიც შენს ბრენდს ემოციურ დონეზე უკავშირდებიან.“ 

დიზაინერი - ანა პლანკეტი

Romance Was Born and VAMFF
Romance Was Born and VAMFF

დაგვირეკეთ

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

სცადეთ ნიმუში

სურნელის განვითარება

ექსკლუზიურ სურნელს ეძებთ? Air Aroma პარფიუმერებს შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალური არომატი მხოლოდ თქვენი ბრენდისთვის

შექმენით სურნელი