Sofitel

ლიმონის ფოთლები, ბერგამოტი, თეთრი ვარდი, გრასის ჟასმინი, დანამასტაკი, პაჩული, ფრანგული ვანილი, თეთრი სანდალოზის ხე.

Essence de Sofitel

Sofitel-ის სასტუმროები ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ბრენდია ფრანგული მემკვიდრეობით, რომელიც გთავაზობთ ტკბილი ცხოვრების შთაბეჭდილებას ფრანგული გემოთი. Sofitel-მა იცის ადამიანის ხუთივე გრძნობის ორგანოს ძლიერი გავლენის შესახებ. სწორედ ამიტომ, ის ეძებდა მდიდრული მემკვიდრეობის და ბრენდის ღირებულებების გადმოცემის საშუალებას დაუვიწყარი ყნოსვითი შეგრძებების გზით.

Sofitel-ის სასტუმროების და საკურორტო დაწესებულებების ექსკლუზიური არომატი დასვეწილი სურნელია, რომელიც გასახიერებს ბრენდის ლეგენდარულ ფრანგულ ფუფუნებას. შთაგონების წყარო სამხრეთ საფრანგეთის ბედნიერი მზიანი შუადღე გახდა. Essence de Sofitel-ის არომატში მოქცეულია ზაფხულის ხასიათი, ფრანგული ელეგანტურობა და დიდებულება, სენტიმენტები, რომლებიც არომატის ენით გადმოიცემა გამაცოცხლებელი ციტრუსის და აყვავებული თეთრი ვარდის ნოტებით და სრულდება თეთრი სანდალოზის ხის სურნელით.

ბერგამოტის და ლიმონის ფოთლის ხასხასა ციტრუსოვანი შტრიხები ელეგანტურობას უსვამს ხაზს. ყვავილოვან შუა ნოტებს თეთრი ვარდის სურნელი გადმოსცემს, რომელიც ჟასმინის მსუყე არომატში ეხვევა. ყველაზე ხანგრძლივი ქვედა ნოტები დანამასტაკის და თეთრი სანდალოზის ხის არომატის სახით აძლიერებენ ნამდვილი ფუფუნების შეგრძნებას.

Essence de Sofitel-ის ხაზით გამოვიდა სხვა პროდუქციაც. სტუმრებს შეუძლიათ სახლში გაიყოლონ არომატული სანთლები და ინტერიერის არომატიზატორები - Sofitel-ის სულის მცირე ნაწილი. Essence de Sofitel-ს ბრენდის ყველა სასტუმროსა და საკურორტო დაწესებულებაში აფრქვევენ, რაც ხელს წუყობს სტუმართა ემოციურ კავშირს დაუვიწყარ ბრენდთან.

Sofitel

“Air Aroma ლიდერია არომატების ექსკლუზიურად დამამზადებელთა ინდუსტრიაში. მქონდა ბედნიერება მემუშავა Air Aroma-სთან ერთად ავსტრალიის, შუა აღმოსავლეთისა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში და ყოველ ჯერზე კომპანიის და მისი წარმომადგენლების მუშაობა მოლოდინს აჭარბებდა.”

ჟოაო მარსელო როკო - ვიცე პრეზიდენტი, გლობალური ბრენდული გამოდილება და თანმიმდევრული განვითარება.

Sofitel
Sofitel

დაგვირეკეთ

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

სცადეთ ნიმუში

სურნელის განვითარება

ექსკლუზიურ სურნელს ეძებთ? Air Aroma პარფიუმერებს შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალური არომატი მხოლოდ თქვენი ბრენდისთვის

შექმენით სურნელი