საცხოვრებელი სახლები

არომატით გამორჩეული სრულყოფილი გარემო

საცხოვრებელი სახლები
საცხოვრებელი სახლები

არომატები სახლებისთვის

Air Aroma უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში ქმნის უმშვენიერეს არომატებს კერძო სახლებისა და საცხოვრებელი შენობებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვხდით სახლებს უფრო სასიამოვნოს და სურნელოვანს, ჩვენ ვქმნით დახვეწილ არომატებს და ლამაზი დიზაინის არომატის გასაფრქვევ სისტემებს შეუდარებელი შედეგისთვის.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კონსტრუქტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და სახლების მფლობელებთან იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი არომა-სისტემების შენობებში ინტეგრაცია. მათ, ვინც არომატიზაციის მაღალ ხარისხს და ლამაზ დიზაინს ეძებს, ახლა შეუძლიათ საყვარელი სასტუმროს არომატიზაციის ტექნოლოგიები საკუთარ სახლში დანერგონ. შეგიძლიათ აირჩიოთ სრული მომსახურება ან თავად დაამონტაჟოთ Air Aroma-ს მოწყობილობები და იზრუნოთ თქვენს ან თქვენი კლიენტის სურვილებზე ჩვენი მოქნილი სერვის-პაკეტებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ სურნელოვან გარემოში ადამიანების 84% მზად იყო უფრო მეტი გადაეხადა პროდუქციაში.

*ჰირში, 1999) - სურნელისა და გემოს კვლევისა და მკურნალობის ფონდი.

ექსკლუზიური არომატები უძრავი ქონებისთვის

სპეციალური შეკვეთით დამზადებული ექსკლუზიური არომატების შექმნა შესაძლებელია წინასწარ, გასაყიდი სივრცის ბაზარზე შესვლამდე. ამით იქმნება პოტენციური მყიდველისთვის ექსკლუზიურობისა და მაღალი კლასის ეფექტი. ექსკლუზიური სურნელი იდეალურად უნდა ესადაგებოდეს ინტერიერს და სახლის ადგილმდებარეობას და უნდა შექმნას სახლში კეთილგანწყობის და სიმყუდროვის შეგრძნება. ჩვენი Ecoscent-ი, რომელიც ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას უერთდება, შეგიძლიათ გაყიდოთ როგორც სახლის ერთ-ერთი უპირატესობა, შესაბამისად შესაძლებელია მისი შეყვანა გასაყიდი სახლის უპირატესობათა სიაში. Air Aroma -ს არომატები და არომა-დიფუზორები ყველას მოსწონს, სამეფო გვარის წარმომადგენელთა და ცნობილი ადამიანების ჩათვლით. თუ გაქვთ პატარა ბინა, სახლი ქალაქგარეთ, ფეშენებელური სახლი ან ეკოსახლი, Air Aroma თქვენთვის მოძებნის შესაბამის გამოსავალს. Ecoscent-ის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემაზე მიერთებით შესაძლებელია სივრცეების იზოლირებული არომატიზაცია, ხოლო Aroscent-ი იდეალურია ადგილობრივი არომატიზაციისთვის და ცალკეული ოთახებისთვის. Air Aroma-ს დიფუზორები ინტეგრირდება სახლის ავტომატიზციის სისტემებთან.

სპეციალური არომატები თქვენი სახლისთვის

შექმენით თქვენი საკუთარი ექსკლუზიური არომატი სახლისთვის, რომელიც მიესადაგება თქვენს სტილს.

გაყიდეთ ბინები უფრო მაღალ ფასად და უფრო სწრაფად

შემატეთ ღირებულება თქვენს უძრავ ქონებას ინტეგრირებული არომატიზაციის აპარატების მეშვეობით.

შეიტანეთ არომატი სახლში

დაუკავშირტით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ

დაგვიკავშირდით