ოფისები

სურნელით გაჯერებული ოფისები ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს

ოფისები
ოფისები

საოფიზე სივრცეების არომატიზაცია

ბედნიერი თანამშრომლები მეტს მუშაობენ და საქმეს ნაყოფიერად ასრულებენ. დადებითი საოფისე გარემო იმის გარანტია, რომ შენს თანამშრომელს ორშაბათს დილით სამსახურში მოსვლა არ დაეზარება. არომატს შეუძლია სრულიად შეცვალოს ოფისი ან სამუშაო სივრცე და შექმნას უფრო პოზიტიური ატმოსფერო, რაც გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას და შეამცირებს სტრესს.

თქვენი ოფისის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის საშუალებით არომატის გავრცელება იდეალური ვარიანტია დიდი კომენრციული და საოფისე ფართებისთვის. იმ ბიზნესებისთვის, ვისაც მთელი სამუშაო სივრცის არომატიზაცია არ სურთ, მაგრამ უნდათ პოტენციურ მომხმარებლებსა და ვიზიტორებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა, მხოლოდ შესასვლელი სივრცის არომატიზაცია საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი ინდივიდუალური დიფუზორები შეგიძლიათ მოათავსოთ მოსაცდელსა ან ვესტიბიულში იმისთვის, რომ თქვენს სივრცეში შემოსვლისთანავე სასიამოვნო სურნელი იგრძნობოდეს. Aroslim და Aroscent თხელი და ელეგანტურია და ნებისმიერ ინტერიერს მიესადაგება.

საინტერესო ფაქტი:

კვლევებმა აჩვენა თნამშრომლებში საოფისე სამუშაოს შესრულებისას შეცდომების დაშვების ალბათობის 54%-იანი კლება, როდესაც თანამშრომლები ლიმონის ზეთის სურნელს შეიყნოსავდნენ.

გაუმჯობესებული სამუშაო შედეგი

კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ არომატიზირებულ გარემოში ავლენენ უფრო მეტ ეფექტურობას და სამუშო სტრატეგიას უფრო ეფექტიანად ირჩევენ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ შეცდომები ბეჭდვისას უფრო ნაკლები იყო, როდესაც თანამშრომელი შეისუნთქავდა ლიმნის და ლავანდის არომატებს, ასევე სამუშაოს შესრულება დროში დაჩქარდა და გაუმჯობესდა სიზუსტე, როდესაც სამუშაო სივრცეში პიტნის და ლავანდის არომატები გააფრქვიეს.

ტექნიკური და კრეატიული ბიზნესები დაინტერესებულნი არიან საკუთარი თანამშრომლების წახალისებასა და სტიმულირებაში, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ მასტიმულირებელ გარემოს შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს თანამშრომლის შემოქმედებით ნიჭზე. დასასვენებელი ზონები, სათამაშო ოთახები, მუსიკალური სტუდიები, სამხატვრო სტუდიები, ბარ-რესტორნები, ყველას ერთი მიზანი აქვს - შექმნას იდეალური სამუშაო გარემო, ჰარმონია და განწყობა. გარემომცველ არომატებს შეუძლია ამ სივრცეების გარდაქმნა და კონცენტრაციის უნარის გაძლიერება. მოდუნდით, ან შეივსეთ ენერგია თქვენს საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული არომატებით.

გაზრდილი ეფექტიანობა

როგორც აღმოჩნდა, ლავანდის სურნელის ჰაერში გაფრქვევა სამსახურებში შესვენებების დროს, ხელს უშლის სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუარესებას.

გაუმჯობესებული გარემო

არომატიზაცია ქმნის სამუშაოსთვის ხელსაყრელ გარემოს, რადგან ამცირებს სტრესს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და შესრულების ხარისხს.

დაიწყე შენი ბიზნესის არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით