ღონისძიებები

შემოიტყუეთ სტუმრები სურნელით თქვენს მომდევნო ღონისძიებაზე

ღონისძიებები
ღონისძიებები

ღონისძიებების არომატიზაცია

სურნელს სრულიად შეუძლია შეცვალოს ღონისძიებები და განსაკუთრებული დღეები და შექმნას მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. კორპორატიულ შეხვედრებზე, სამუზეუმო გამოფენებზე, სავაჭრო და სხვა გამოფენებსა და ქორწილებში არაფერს შეუძლია ხალხის ყურადღების დაპყრობა ისე, როგორც არომატს.

სავაჭრო გამოფენაზე არომატით გაჯერებულ თქვენს ჯიხურს შეუძლია შემოიტყუოს დამთვალიერებლები, აღძრას ცნობისმოყვარეობა და მოგაქციოთ მნახველთა ყურადღების ცენტრში. ვიზიტორებს, რომლებიც შეიგრძნობენ სურნელს თქვენს ბრენდთან ურთიერთობისას, თქვენს ბიზნესთან უჩნდებათ სამომავლო ასოციაციები. Air Aroma-ს მიერ დაპატენტებული ცივი დიფუზიის ტექნოლოგით შესაძლებელია არა მხოლოდ თქვენს გარშემო არომატის შეტანა, არამედ ინტერაქციული გარემოს შექმნაც. ინტერაქციული საგამოფენო კუთხეები და სტენდები თქვენს ბიზნესს შემატებენ ინტრიგის კიდევ ერთ შტრიხს.

შეგვიკვეთეთ არომატიზაციის პაკეტი ღონისძიებებისთვის თქვენი სურვილისამებრ. სრული მომსახურების პაკეტი მოიცავს კონსულტაციას არომა-სტენდის დიზაინის მიხედვით, ინდივიდუალური არომატის შექმნას და ტექნიკურ ინსტალაციას. ასევე შესაძლებელია თქვენი ღონისძიების ან საგამოფენო სტენდისთვის ჩვენი ავტონომიური ადვილად მოსახმარი დიფუზორების ქირაობა. გამოიწვიეთ დიალოგზე არომატით, რომელიც ხაზს უსვამს კონკრეტულ თემას, სურნელს, მიზანს ან ჩააყენეთ ბრენდული არომატი თქვენ სამსახურში იმისთვის, რომ შექმნათ სურნელით შემაკავშირებელი სტრატეგია ყველა პლატფორმაზე. Air Aroma აქვს როგორც შიდა, ისე გარე შეხვედრებისთვის არომატული სივრცეების მოწყობის ხანგრძლივი გამოცდილება და შეუძლია თქვენთვის სასურველი გამოსავლის პოვნა თქვენი მოთხოვნების და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

"ჰაერში დატრიალებული სურნელი ხელს უწყობს როგორც ნაცნობი ბრენდის გახსენებას, ისე უცნობი ბრენდის დამახსოვრებას."

(მორინი და რატნეშვარი, 2003)

მოგონება, რომელიც დიდხანს რჩება

არომატით გაჯერებული შეხვედრები ქმნიან გრძელვადიან ასოციაციურ მოგონებებს სურნელის გზით. Air Aroma-მ შექმნა არაერთი ექსკლუზიური სურნელი და არომატიზირებული პრომო-ერთეული პროდუქტების რეკლამირებისთვის, ქორწილებისთვის, წვეულებებისთვის, წითელი ხალიჩების და დაჯილდოების ცერემონიებისთვის. ის ქმნის არომატებს, რომლებიც ამ განსაკუთრებული დღეების მოგონებებად რჩება. წარმოდგენებსა და მუსიკალურ თეატრალურ ღონისძიებებზე თქვენი შოუს არომატით გაჯერება ხელს უწყობს აუდიტორიის წარმოდგენაში მთლიანად ჩაბმას. უკეთესი შთაბეჭდილებები მაყურებლისგან უფრო მაღალ შეფასებას ნიშნავს. Air Aroma-ს არომატებს Cirque du Soleil-იც იყენებს საცირკო წარმოდგენების დროს, რითაც ქმნის განსაკუთრებულ სენსორულ შთაბეჭდილებებს.

არომატები, რომლებიც ყვებიან ისტორიებს

Air Aroma ქმნის ექსკლუზიურ არომატებს, რომლებიც ყვენიაბ ბრენდის, პროდუქტის ან ადამიანის ისტორიას.

არომატული მოგონებები

უნიკალურ ექსკლუზიურ არომატს შეუძლია აღძრას თქვენს ბრენდთან დაკავშირებული მოგონებები

დაუმატეთ არომატი თქვენს ღონისძიებას

გაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენს თქვენს ბიზნესს დაუყოვნებლივ არომატულს გავხდით.

დაგვიკავშირდით