ბარები და ღამის კლუბები

გარემომცველი არომატი, რომელიც აძლიერებს ბარების, კლუბებისა და ღამის გართობის სიამოვნებას.

ბარები და ღამის კლუბები
ბარები და ღამის კლუბები

არომატიზაცია ღამის კლუბებსა და ბარებში

ღამის კლუბები ბრენდინგის არაერთ ტექნიკას იყენებენ იმისთვის, რომ ხალხმა მათი კარი შეაღოს და კონკურენტებს შორის უპირატესობა მოიპოვონ. კლუბში ან გასართობ სივრცეში ფეხის შედგმისთანავე ატმოსფერომ სტუმარს უნდა შეუქმნას მასტიმულირებელი და ამაღელვებელი განწყობა იმისთვის, რომ საღამო დაუვიწყარი გახდეს. სტუმრები დამატებით თანხებს იხდიან ვიპ-მაგიდებში, ამიტომ ისინი ელიან კლუბისგან მხოლოდ საუკეთესოს. სასიამოვნო და დახვეწილი სურნელი გარემოს და ხარისხის აღქმაზე პოზიტიურად იმოქმედებს, სტუმრების განწყობასაც გააუმჯობესებს და ისინი უფრო დიდხანს მოისურვებენ დარჩენას.

არასასურველი სუნი, როგორიცაა, სიგარეტის კვამლი, ალკოჰოლი ან სხეულის სუნი კლუბების მფლობელებისთვის მუდმივი გამოწვევაა. ამის გამო ისინი მიმართავენ არომატიზაციიის მეთოდს იმისთვის, რომ გააუმჯობესონ ატმოსფერო და შენიღბონ და გაანეიტრალონ არასასურველი სუნი.

საინტერესო ფაქტი:

"იმის გამო, რომ სტუმრები უფრო დადებითად აფასებენ კლუბების გარემოს, უფრო ხალისიანად გრძნობენ თავს და ამჟღავებდნენ ცეკვის სურვილს სურნელების ზეგავლენის ქვეშ, გარემომცველ არომატიზაციას დადებითი ეფექტი აქვს ვიზიტორების დაბრუნების სიხშირესა და კლუბების სამომავლო შემოსავლებზე."

რიკ შეფერშტაინი და სხვ. (2011)

შექმენი დაუვიწყარი გარემო

ჩვენი ყნოსვა პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერბასა და ემოციებზე. მაცდუნებელი და გამორჩეული სურნელი იწვევს თქვენს ბრენდთან დაკავშირებულ პოზიტიურ ასოციაციებს და წარმოშობს შთაბეჭდილებებს მომხმარებლისთვის, რომელიც არაერთხელ დაბრუნდება და სხვასაც ურჩევს თქვენთან მოსვლას.

Air Aroma-მ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების შეკვეთით დაამზადა არაერთი ექსკლუზიური არომატი. არომატის გაფრქვევა ჰაერში შეიძლება ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მეშვეობით, ან ჩვენი საფრქვეველი მოწყობილობით, რომელიც თანამედროვე ინტერიერს მიესადაგება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს სივრცეში შექმნით ენერგიულ და ცოცხალ გარემოს.

ბრენდის მხარდამჭერთა გუნდი

ქმნის პოზიტიური ბრენდული მოგონებებს და ბრენდის მხარდამჭერთა გუნდს

ფუნქციონალური არომატები

შექმენით ნებისმიერი განწყობა და ატმოსფერო ექსკლუზიურად თქვენთვის დამზადებული სურნელებით.

შეიტანეთ არომატი თქვენს ღამის კლუბში.

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით