ბანკები

არომატიზაცია ბანკებში, უკეთესი საბანკო გამოცდილება.

ბანკები
ბანკები

მომხმარებლის შენარჩუნება

მომხმარებლები ონლაინ ადვილად პოულობენ ინფორმაციას პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და ბრენდების უპირატესობებზე, ამიტომ ისინი დღეს უფრო ხშირად იცვლიან ბანკებს ვიდრე წარსულში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები და ბანკები მუდმივი კონკურენციის პირობებში ცდილობენ მოიპოვონ და შეინარჩუნონ მომხმარებელი. მომხმარებლისთვის უკეთესი განწყობის შექმნა მათი შენარჩუნების მნიშვნელოვანი გზაა და ბრენდები ხშირად იყენებენ არომატიზაციის მეთოდს, რათა გაზარდონ მომხმარებლის კმაყოფილება და მომსახურების შეფასება.

ბანკის ფილიალებში სურნელის შეტანა დაძაბულ მომხმარებელს შეუქმნის მშვიდ ატმოსფეროს ან უფრო სასიამოვნო გარემოს შექმნის იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბანკთან ურთიერთობა სტრესული და მოსაწყენი გამოცდილებაა. როდესაც კლიენტი მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს, მას უფრო პოზიტიური განწყობა ექმნება თქვენი ბრენდის მიმართ, რასაც შედეგად მომხმარებლის შენარჩუნება მოჰყვება.

რიგში დგომა გამაღიზიანებელია და ნეგატიურ გამოცდილებას ამძაფრებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სურნელით გაჯერებული გარემო ზრდის მომხმარებლის კმაყოფილების დონეს.

საინტერესო ფაქტი:
" საცალო ვაჭრობის სივრცის არომატიზაცია აუმჯობესებს მომხმარებლის მიერ მომსახურების შეფასებას. ისინი თვლიან, რომ მოღაზიაში უფრო ნაკლები დრო გაატარეს."

სპანგენბერგი და სხვ. 1996

კორპორატიული არომატიზაციის უპირატესობები

კორპორატიულ არომატიზაციას ბევრი უპირატესობა აქვს. ის არა მხოლოდ აკავშირებს თქვენს ბრენდს მომხმარებელთან პიროვნულ, უფრო ღრმა ემოციურ დონეზე ტრადიციულ მარკეტინგულ სტრატეგიასთან შედარებით, არამედ ზრდის ბრენდის ცნობადობას მომხმარებლის მეხსიერებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკებისთვის, რადგან სწორედ ახლა ვიწყებთ ონლაინ-ბანკების ხანაში შესვლას. ფილიალებში მისვლის საჭიროება კლებულობს, ამიტომ როდესაც კლიენტი ბანკში თუნდაც ხანმოკლე დროით გესტუმრებათ, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისთვის პირადი დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა.

ჩინეთის კომერსანტთა ბანკი დაასახელეს ყველაზე საპატიო წარმოებად ჩინეთში. ბანკმა მთელი ყურადღება გადაიტანა ინოვაციებზე, მაღალი დონის მომსახურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. არომატის ძალის წყალობით ჩინეთის კომერსანტთა ბანკს დღეს შეუძლია მომხმარებელთან უფრო ღრმა კავშირები დაამყაროს. Air Aroma და ჩინეთის კომერსანტთა ბანკი გაერთიანდნენ და შექმნეს ორი ექსკლუზიური არომატი. ორივე არომატი ქმნის გრძელვადიან შთაბეჭდილებას და აისახება მომხმარებლის კმაყოფილების დონეზე.

კმაყოფილი მომხმარებელი

არომატის ზეგავლენით, მომხმარებელი თვლიდა, რომ რეალურზე ნაკლებ დროს ატარებდა დაწესებულებაში ან რიგში და მომსახურების დონეც უფრო დადებითად შეაფასა.

ბრენდის ცნობადობა

გარემომცველი არომატიზაცია საძირკველს უმყარებს თქვენს ყველაზე ღირებულ აქტივს, თქვენს ბრენდს.

დაიწყეთ თქვენი ბანკის არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით