საავტომობილო ბრენდები

საავტომობილო ბრენდები ექსკლუზიური სურნელით შოურუმებში ძლიერ შთაბეჭდილებებს ქმნიან.

საავტომობილო ბრენდები
საავტომობილო ბრენდები

თქვენი საავტომობილო ცენტრის არომატიზაცია

საავტომობილო ინდუსტრიაში დიდი კონკურენციაა. მომხმარებელთა უმრავლესობა არც თუ ისე ხშირად ყიდულობს ავტომობილს პირველი შთაბეჭდილებისა და ბრენდისადმი ლოიალურობის საფუძველზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საავტომობილო ცენტრებისა და მწარმოებლებისთვის. არომა-მარკეტინგს შესწევს ძალა ეფეტურად მოახდინოს ბრენდის ფორმირება და გაამყაროს ურთიერთობები მომხმარებლებთან.

ტყავი, რეზინა, ცვილი და საღებავი, საავტომობილო შოურუმებში ბევრი ნივთიერების სუნი ირევა. იმისთვის, რომ მომხმარებელს სწორი წარმოდგენა შეექმნას თქვენს ბრენდზე, Air Aroma ქმნის თქვენი ბრენდის ყნოსვითი გამოსახულებას. ბრენდის იდენტობაზე დაფუძნებული გარემომცველი სურნელის დამატება აღრმავებს ურთიერთობას თქვენს კლიენტებთან და ხდება უფრო მჭიდრო და ადვილად დასამახსოვრებელი კავშირების ფორმირება მომხმარებლის ყოველი ვიზიტის დროს. არომატულ გარემოში მყიდველი უფრო დიდხანს ჩერდება, უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს, როდესაც ახალ ავტომობილს ირჩევს.

უმაღლესი კლასის ავტომობილების ბაზარზე გაყიდვების მთავარი ნიშანი სტილი და ელეგანტურობაა. არომატიზაცია მომხმარებელზე ზრუნვის ახალ სტანდარტს გთავაზობთ. არომატიზაცია შოურუმებში ქმნის სივრცის შეგრძნებას და ხაზს უსვამს ხარისხს, სრულყოფილებას და თავდაჯერებულობას და უბიძგებს მყიდველს თქვენი ბრენდისადმი ემოციური კავშირისკენ.

საინტერესო ფაქტი:

ადამიანის ყნოსვის გრძნობა ჩვენი ყოველდღიური ემოციების 75%-ს განაპირობებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეხსიერებაზე.

ავტომობილთან ასოცირებული არომატები, რომლებიც ქმნიან ბრენდთან დაკავშირებულ განწყობებს.

თქვენს შოურუმში განსაკუთრებული სურნელის გაბნევა აღძრავს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სტუმრებში. სასიამოვნო სუნი ირევა სივრცეში და ავტომობილის შეძენის მსურველებს სიმშვიდეს აგრძნობინებს მაშინაც კი თუ ეს მათთვის სტრესული გამოცდილებაა. Air Aroma მუშაობდა მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბრენდებთან და ქმნიდა დახვეწილ არომატებს საავტომობილო გამოფენების, ავტომობილების სალონისა და საავტომობილო შოურუმებისთვის. ჩვენი ავტო-დილერი პარტნიორები არიან ასტონ მარტინი, მერსედეს-ბენცი, ლინკოლნი, ტოიოტა და ჯენერალ მოტორსი. თითოეული სურნელი წარმოადგენს ბრენდის ღირებულებებს, ისტორიას და მომავალს, განკუთვნილია მიზნობრივი ჯგუფისთვის და მიაქვს ბრენდის მესიჯი კლიენტებთან.

ბრენდის ცნობადობა

ყნოსვა დაკავშირებულია მეხსიერებასთან. არომატის ჰაერში გაფრქვევა მყიდველს უქმნის უნიკალურ და გრძელვადიან შეგრძნებას, რაც მატებს ღირებულებას თქვენს ბრენდს

გაახანგრძლივეთ ვიზიტი

სასიამოვნო სურნელი მომხმარებელს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებისკენ განაწყობს, ამიტომ ისინი სავარაუდოდ უფრო მეტ პროდუქციას დაათვალიერებენ. შედეგებმა აჩვება, რომ მომხმარებლები უფრო მეტს ყიდულობენ და უფრო მეტს იხდიან არომატიზირებულ გარემოში.

დაიწყეთ თქვენი საავტომობილო ცენტრის არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით