შეუდარებელი ქარვა

02 March, 2021

შეუდარებელი ქარვა

მრავალმხრივი დახვეწილობისა და სიღრმის წყალობით ქარვამ ძვირფასი სურნელის სახელი გაითქვა. ქარვა - ამ სიტყვით მოვიხსენიებთ არომატს, რომელიც წარმოადგენს ერთ სურნელოვან აკორდში გაერთიანებულ რამდენიმე ნოტს, ქარვას ვუწოდებთ ფერს ან ძვირფას ქვას, და ბოლოს, ეს სიტყვა გამოიყენება ნედლი მასალის, ამბრის, აღსანიშნავად, რომელიც დღეს ხმარებიდანაა ამოღებული. როგორც ვხედავთ, ამ სიტყვის მრავალი მნიშვნელობა არსებობს. არომატების სფეროში მას თანამედროვე და კლასიკური სურნელის გაგებით ვხმარობთ.

ქარვის თანამედროვე ვერსია უფრო მსუბუქი და გამჭვირვალეა და ხშირად სპეციფიურ ნიშას ერგება. ქარვის კლასიკურ შემადგენლობაში შედის ამბროქსანი, ბენზოინი და ვანილი. ამბროქსანის მოლეკულა მიიღება სალბის გადამუშავებით, ბუნებრივი ან სინთეზური მასალის სახით. მას ახასიათებენ როგორც გლუვს, რეზინასავით რბილს, კამფეტისმაგვარს, ხავერდოვანს, მდიდრულს, ერთდროულად კლასიკურს და თანამედროვეს. ბენზოინი ფისია, რომელიც არომატს პიკანტურობასა და ფაქტურას ანიჭებს, ხოლო ვანილი (ან მისი სინთეზური ვარიანტი, ვანილინი) რბილი, ტკბილი და სიმშვიდის მომგვრელია. სწორედ ეს ასპექტები ქმნის ქარვის არომატის პროფილს, რომელსაც ახასიათებს სენსუალურობა და მუშკის და ვანილის ეგზოტიკური შტრიხები. როგორც წესი, ქარვის ფერიც ზუსტად ამავე შთაბეჭდილებებს წარმოშობს.

ამბრი ბუნებრივი მასალაა, საიდანაც, თავდაპირველად, ქარვის არომატს იღებდნენ. მისი შოვნა დღეს ფაქტიურად შეუძლებელია. ამბრი უიშვიათესი ნედლეულია, რომლის მოპოვება ბოლო 50 წლის განმავლობაში არაეთიკურად ითვლება. მანამდე კი ამბრის მოპოვების წყარო ვეშაპები იყვნენ, კონკრეტულად, ვეშაპის ერთი სახეობა - კაშალოტი. როდესაც კაშალოტის მუცელში ისეთი საკვები მოხვდება, რომელიც მის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აღიზიანებს, ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ფრინველების ნისკარტები, ის გამოყოფს ნახევრად თხევად ნივთიერებას - ამბრს. შემდგომ, მასზე ზემოქმედებას იწყებს ზღვის წყალი, ის ოკეანეში ტივტივებს და იქცევა მუქი ფერის კუპრისებრ ნივთიერებად. რაც უფრო დიდხანსაა ოკეანის წყალში დაკონსერვებული, მით უფრო მეტად კარგავს დამახასიათებელ მყრალ, ცხოველურ სუნს, უფრო მეტად პრიალდება და იღებს მინერალის მაგვარ ფხვნილოვან სტრუქტურას. ამ ეტაპზე ამბრი კარგავს შავ ფერს და ხდება რუხი. თანამედროვე პარფიუმერიის განვითარებამდე ადამიანები მუშაობდნენ იმ მასალით, რასაც მათ ბუნება აწვდიდა. სურნელების მიღების მეთოდების განვითარების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ იშვიათი და უნიკალური არომატის აყვავება მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

ქარვა ერთდროულად ნაცნობი და უნიკალურია, როგორც კლასიკური მუსიკის შედევრი, რომელიც ჩვენს სულში სიმებს არხევს. თავდაპირველად, ეს სურნელი ინტენსიური და ეგზოტიკური გვეჩვენება, თუმცა ის ყოველთვის ახერხებს ჰარმონიის შენარჩუნებასა და ჩვენს მოჯადოებას თავისი კომპლექსურობითა და გამორჩეულობით.

Air Aroma-ს არომატი Amber Grand ავითარებს ქარვის კლასიკურ ნოტებს, ვანილისა და მუშკის სახით. ნემსიწვერასა და ჟასმინის ყვავილოვანი ნოტები ქმნის კაშკაშა შტრიხს, პაჩულისა და თბილი ბალზამისებური ნოტების სიღრმის ფონზე. ჰაეროვანი ყვავილოვანი არომატი დნება ხავერდოვან გრაციოზულობაში, Amber Grand ნამდვილი მარგალიტია, არომატული და მდიდრული.

მოძებნეთ Amber Grand-ის სანთელი ჩვენს ვებ-მაღაზიაში, აქვე ნახავთ Amber Grand-ის ოთახის არომატებს და დიფუზორებს, ნამდვილი არომატული შთაბეჭდილებების მისაღებად.