შეიყნოსე, შეიგრძენი, დაიმახსოვრე

24 November, 2020

შეიყნოსე, შეიგრძენი, დაიმახსოვრე

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ინტერაქციულ მარკეტინგს ბიზნესებისთვის განუზომელი შედეგები მოაქვს, რადგან ის მომხმარებლებს პერსონალურ დონეზე უკავშირდება, ეძებს გზებს მათი სურვილებისა და ემოციებისკენ, რათა შესთავაზოს გააზრებული და სწორად მორგებული პროდუქტი.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლამდე ინტერაქციულ მარკეტინგულ კამპანიებსა და პროექტებზე 749 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ბიზნესის ნებისმიერ სექტორს შეუძლია პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს სამიზნე აუდიტორიასთან კარგად დაგეგმილი ინტერაქციული სტრატეგიის მიხედვით. ინტერაქციული მარკეტინგი არის კონცეფცია, როდესაც კომპანიები იღებენ საკუთარი პროდუქტის არსს და გარდასახავენ მას ხელშესახებ, ფიზიკურ და ინტერაქციულ შთაბეჭდილებებში, ავითარებენ მომხმარებელთან წვდომას, ახდენენ ემოციების სტიმულაციას და აძლიერებენ ბრენდთან კავშირს. მომხმარებლის მიმართ ტრადიციული დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელიც შეთავაზება-სარგებლის რაციონალურ პრინციპზეა აგებული, ინტერაქციული მარკეტინგი მომხმარებელს აღიქვამს ემოციურ არსებებად, რომლებიც მუდამ სასიამოვნო განცდების ძიებაში არიან. ინტერაქციულ მარკეტინგს უსასრულო შესაძლებლობები აქვს. ის მოიცავს ურთიერთობების ფართო არეალს, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალურად მოერგოს თითოეულ ბრენდსა და სამიზნე მომხმარებელს.

საინსტაგრამე საზეიმო ღონისძიებებით, ადრენალინის მასტიმულირებელი სპორტული მიღწევებით თუ ეგზოტიკური დასასვენებელი ადგილების რეკლამირებით, ბრენდები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რათა ამგვარი კამპანიების გზით განავითარონ ემოციური კავშირი საკუთარ მომხმარებელთან. მგრძნობიარე შეხების წერტილების სტიმულაციის შემოქმედებითი ხერხების ძიებაში, სურნელის შეტანა ინტერაქციულ მარკეტინგულ კამპანიაში ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი ემოციური კავშირების ჩამოყალიბებას და სურნელთან დაკავშირებული კაშკაშა და სასიამოვნო მოგონებების შექმნას. სწორედ ჩვენი ყნოსვის გრძნობა უკავშირდება ერთდროულად ჩვენს ემოციურ მხარესაც და მეხსიერებასაც და უფრო მეტად დამაჯერებელია ყველა სხვა გრძნობას შორის. კამპანიის თემასა და მიზნებზე სწორად მორგებული სურნელის ინტეგრირებით, მომხმარებლებს ექმნებათ მრავალგანზომილებიანი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

წარმოიდგინეთ, რომ სასმელის ცნობილი ბრენდისგან მიიღეთ ექსკლუზიური მოსაწვევი ვისკის საიდუმლო ბარში. მქრალად განათებულ შენობაში შეხვედით და სხვა დროში გადაპორტირდით - ხედავთ ბარში ჩამწკრივებულ ბოთლებს, რომლებიც სინათლეს ირეკლავს, გრძნობთ ბუხრის სითბოს და სინჯავთ იშვიათი ვისკის არომატს, გესმით რეგტაიმი და თქვენს ყნოსვას სწვდება მყუდრო და ნოსტალგიური სურნელის ნაზავი, მოტკბო სანდალოზის ხის, კვამლისებური თამბაქოს, კარამელიზებული ქარვის და ახლადგამოწურული ბერგამოტის სურნელი, რომელიც აათმაგებს მისტიკურობისა და სენსუალურობის შეგრძნებას. ეს სენსორული წარმოდგენა, რომელსაც სპეციალურად შერჩეული სურნელი წარმოქმნის, გადაიქცევა გრძელვადიან მოგონებად, რადგან არომატს ემოციურ მოგონებებზე ზემოქმედება უფრო ეფექტურად შეუძლია, ვიდრე სხვა რომელიმე გრძნობას.

ინტერაქციული მარკეტინგის წარმატება უდავოა და რა თქმა უნდა, ლოგიკურია არომა-მარკეტინგული ხერხის კომბინირება ბრენდის ერთიან კამპანიასა და სტრატეგიაში, პერსონალური კავშირების აღქმის გაძლიერების, ემოციური უკუკავშირისა და ბრენდთან დაკავშირებული გრძელვადიანი მოგონებების წინ წამოსაწევად. მოძებნეთ Air Aroma და გაიგეთ მეტი იმაზე, თუ როგორ შეუძლია სურნელს თქვენი ინტერაქციული მარკეტინგული კამპანიის დონის ამაღლება.