ყნოსვა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. ის გვეხმარება სამყაროს შეცნობაში; ის გემოს აღქმაშიც კი მთავარი კომპონენტია; მისი საშუალებით ვქმნით და აღვიდგენთ მოგონებებს; ის გვაფრთხილებს მოსალოდნელი ხიფათის შესახებ და მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. TedX-ის გამოსვლაში ომერ პოლაკი განიხილავს ზოგიერთ ექსპერიმენტს და ხერხს, რომელიც მან შეიმუშავა, რათა კიდევ უფრო ღრმად შეესწავლა ყნოსვის როლი ჩვენს ცხოვრებაში. თავდაპირველად, მან შექმნა ნიღაბი, იმისთვის, რომ საკუთარი სხეულის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა სუნი შეეგრნო. მან მილებით დააკავშირა სხეულის სხვადასხვა ადგილები ნიღაბს, რომელიც ეკეთა. პოლაკს ეს ნიღამი სამი დღე არ მოუშორებია და აღმოაჩინა, რომ ის სუნი, რომელსაც სხეული გამოყოფდა, სხვადასხვა საქმიანობისა და ხასიათის მიხედვით იცვლებოდა.
შემდეგ, პოლაკმა შეიმუშავა ახალი მოწყობილობა, რომლითაც უნდოდა გავლენა მოეხდინა იმაზე, თუ რას ყნოსავდნენ ადამიანები და გაეგო, როგორ იცვლებოდა მათი რეაქცია სუნის მიხედვით. თავდაპირველად, მან შექმნა სუნის „მასწავლებელი“ მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ადამიანებს უნდა განესხვავებინათ სასიამოვნო და არასასიამოვნო სუნები. ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს სმენით და მხედველობით, ამიტომ პოლაკმა სხვადასხვა სუნი ხმას და სურათს დაუკავშირა. ამ სამი გრძნობის ერთმანეთთან დაკავშირებით, მომხმარებელს უნდა ეთქვა, დადებით ემოციებს განიცდიდა თუ უარყოფითს, მას მერე რაც შეიგრძნობდა იმ სუნს, რომელსაც მოწყობილობა გამოყოფდა. შემდეგი ორი გამოგონება, ბეჭედი და გულსაბნევი, მათ მფლობელს საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა სუნის გამოყოფით მიეზიდა ან გავლენა მოეხდინა მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. ბეჭდის მოქმედების არეალი უფრო ვიწრო იყო, თუმცა გულსაბნევის მოქმედება უფრო ვრცელ აუდიტორიაზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვრცელდებოდა
სუნი შეიძლება განვიხილოთ როგორც ხელსაწყო, რომლის შექმნაც შეგვიძლია. როგორ მოვახდინოთ გავლენა ჩვენს გარშემომყოფებზე? შეგიძლიათ, პოზიტიური ასოციაციების შექმნა სასიამოვნო სურნელსა და თქვენს რესტორანსა ან მაღაზიას შორის? ჩვენი აზრით, კი.