ფულის სუნი

21 January, 2017

ფულის სუნი

მაიკ ბუშემ, ამერიკელმა ხელოვანმა, რომელიც ცნობილია თამამი და მრავალმხრივი შემოქმედებით, რომელიც იკვლევს სამომხმარებლო კულტურის რეალობას, ცოტა ხნის წინ შექმნა ნამუშევარი, რომელსაც ამერიკულ კაპიტალიზმთან დაკავშირებით არაერთი არაერთგვაროვანი კომენტარი მოჰყვა. მან შექმნა ოდა სიხარბეზე, მატერიალიზმსა და ძალაუფლებაზე, ან რაღაც სხვაზე. Tender არის რაღაც, რასაც ვერ ამჩნევთ, თუმცა მაინც ხელშესახებია: ესაა ამერიკული დოლარის კუპიურის სუნი.

ტკიცინა ახლად დაბეჭდილი დოლარის, ასევე გაცვეთილი, რბილი და თბილი კუპიურის გარკვეული ნიუანსების და ამერიკული დოლარის მრავალმხრივი ცხოვრების გამო, ეს ფული ბევრ ასოციაციას იწვევს. ბუშეს ქმნილება Tender სურნელია, რომელიც ღია ცარიელ გალერეაშია გაბნეული, სივრცეში, სადაც სენსორული შთაბეჭდილებების ანარეკლი ჩნდება.

Air Aroma-მ და მარლბორო ჩელსიმ ერთობლივად შექმნეს არომატი, რომელიც დახვეწილ, უპრეტენზიო გარემოში, 6000 კვ.მ. გალერეის ცარიელ სივრცეში გავრცელდა. ამ არომატის შესაქმნელად პარფიუმერმა მარკ ფომ ენდემ რამდენიმე თვე დაპრესილი კუპიურების ქიმიური შემადგენლობის კვლევასა და მათგან სურნელის შექმნის სრულყოფაში გაატარა. ბამბასა და სელს შეურია მელანი და 100 სხვადასხვა აორთქლებდი ორგანული ქიმიური ნაერთი, მათ შორის ტყავის, ლითონის, მარილისა და ოფლის სუნი იმისთვის, რომ შეექმნა მკვეთრად დამახასიათებელი ფულის სურნელი.