საუკეთესო მაგიდის არომა-დიფუზორი

09 March, 2021

საუკეთესო მაგიდის არომა-დიფუზორი

იმის გამო, რომ უამრავმა ადამიანმა აღმოაჩინა სახლის არომატიზაციის უპირატესობები, არომატიზაციის მზარდი ბაზარი პროდუქციის ფართო არჩევანს გვთავაზობს. რა ხდის არომა-დიფუზორს ფუნქციონალურს და მიმზიდველს? ეს არის მშრალი ნისლის ტექნოლოგია.

სახლის არომატიზაციას სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის: განსაკუთრებული გარემოს შექმნა, რელაქსაცია, პროდუქტიულობის გაზრდა, გონების გამოცოცხლება, სისუფთავე თუ თერაპიული პრაქტიკა. სასურველი მიზნის მიღწევაში საჭირო ხელსაწყოები დაგეხმარებათ. ეფექტურად მომუშავე პროდუქცია, რომელიც სასურველ გარემოს შეგიქმნით, უფრო მეტ დროს დაგიტოვებთ იმისთვის, რომ ამ ეფექტით მიღებულ სარგებელზე იფიქროთ და მის შედეგებს ენდოთ.

პერსონალური არომა-დიფუზორების განხრით არსებობს ტექნოლოგიის რამდენიმე განსხვავებული ტიპი, ჰაერში არომატის ან ეთერზეთის გასაფრქვევად. გამოყოფენ ოთხ ძირითად ტიპს: გახურების, აორთქლების, ულტრაბგერით/დამატენიანებელ და მშრალი ნისლის ტექნოლოგიებს.

რა თქმა უნდა, ადამიანები განსხვავებული მიზეზების გამო სხვადასხვა ტიპის დიფუზორებს ირჩევენ, თუმცა ეფექტურად მუშაობის მხრივ გარკვეული სხვაობა არსებობს. ამ სიის თავში მშრალი ნისლის ტექნოლოგიის მქონე მოწყობილობებია. თუ დიფუზორი ხურდება, ამან შესაძლოა ხანძარი გააჩინოს ან სულ მცირე, გახურებულ არომატს თვისებები შეუცვალოს. ამ ტიპის დიფუზორი არომატს დიდ მანძილზე ვერ აფრქვევს. დიფუზორში არომატი შეერევა წყალს და ხურდება ცეცხლის ალზე. თუ ცეცხლის ალი გიზიდავთ, იქნებ, სანთლის გამოყენება სჯობდეს? აორთქლების მეთოდის დროს არომატს რბილ, ქეჩის მაგვარ მატერიაზე ასხამენ და სურნელი ჰაერში ფენის ქროლვით იფანტება. ამგვარად, თავდაპირველი ეფექტი ძლიერია, თუმცა ეს მეთოდი არ უზრუნველყოფს არომატის გავრცელების თანმიმდევრულობას და არც არომატის თვისებებს ინახავს სრულფასოვნად, რადგან სითხე ქსოვილს ერევა. ულტრაბგერითი-დამატენიანებელი ტექნოლოგიის დიფუზორებს ორმაგი დატვირთვა გააჩნია. ისინი ჰაერსაც ატენიანებენ და წყლისა და არომატის ერთმანეთთან შერევით მიღებულ სველ ნისლს ჰაერში გამოდევნიან. ამ მეთოდს ზოგ შემთხვევაში უპირატესობა გააჩნია, თუმცა ნოტიო ჰაერი ყველას არ მოსწონს, ამასთანავე, არომატის სიძლიერე ადვილად იცვლება და სუსტდება, რადგან არომატი წყალს ერევა. ამის გამო, შესაძლოა მისი მოხმარება არაკომფორტული იყოს და მომხმარებელს ხშირად მოუწიოს დიფუზორის შევსება.

ყველაზე ეფექტური ხერხი მშრალი ნისლის ტექნოლოგიაა, ეს ჰაერში არომატის გაფრქვევის მძლავრი მეთოდია. ამ ტექნოლოგიით არომატი საფრქვევში შედის, ვიბრაციით და მილებში გავლით ხდება სითხის ჰაერთან შერევა, არომატი გარდაიქმნება მშრალი ნისლის მიკრონაწილაკებად და გამოიფანტება საფრქვევიდან. ამ შემთხვევაში არ ხდება გათბობის, აორთლების ან წყალთან შერევის მეთოდების გამოყენება, ამიტომ თქვენ იღებთ ყველაზე სუფთა სახის არომატს ყველაზე მაღალი შედეგით.

ჩვენი არომა-დიფუზორი Aromax უკვე 20 წელია ლიდერად ითვლება და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული პროდუქტია. შუშის საფრქვევის გარდა, დიფუზორი შედგება ანოდიზირებული ალუმინის კოპრუსისგან, რომელიც გამძლე მასალაა და ექვემდებარება მრავალჯერად გადამუშავებას. ეს არაჩვეულებრივი არჩევანია, თუ არ გსურთ პლასტმასის ნივთების გამოყენება სახლში. ის ულტრაბგერით დიფუზორზე ოდნავ მოზრდილია, მასში 30 მლ არომატის ჩასხმა შეიძლება. ეს დიფუზორი ფარავს უფრო დიდ სივრცეებს, რადგან სხვა მოწყობილობებთან შედარებით უფრო მძლავრია.

Aromax გამოსცემს ყრუ ზუზუნის ხმას, რადგან ის ელექტროდენის წყაროს უერთდება, თუმცა პატარა შუშის „მაყუჩის“ წყალობით არომატი თანმიმდევრულად გამოიფრქვევა და ვიბრაციის ხმაც უფრო სუსტია. გაფრქვევის სიმძლავრის რეგულირება ძალიან ადვილია. დამატებით, დიფუზორს ტაიმერიც აქვს. ამგვარად, შეგიძლიათ გამოფრქვევის ინტერვალები თავად არეგულიროთ, მაგალითად ყოველ 30 წუთში ან საათში ერთხელ. Aromax-ში ჩვენი მაღაზიის არომატების ფართო არჩევანის გამოყენება შეგიძლიათ, შუშის ძაბრით არომატს საფრქვევში ადვილად გადაიტანთ. ჩვენი არომატებისა და ეთერზეთების ფართო არჩევანი ნებისმიერ სტილს მოერგება. პერიოდულად საფრქვევი უნდა გაწმინდოთ დენატურირებული სპირტით ან საპნიანი წყლით. ეს მოწყობილობა მოხდენილი კონუსის ფორმისაა, ამიტომ არომატიზაციასთან ერთად ინტერიერის გალამაზების ფუნქციასაც შეითავსებს.