მოდის კვირეულის არომატები

29 August, 2019

მოდის კვირეულის არომატები

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის საკუთარი კოლექციის წარდგენით მწვერვალს მიაღწიონ. ტანსაცმლის საბოლოოდ მოსინჯვა, ხმის და განათების გასწორება და კიდევ ბევრი წვრილმანი - თითოეული ასპექტი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს იმ იმედით, რომ ყველა წარმოდგენილი ბრენდი ხანგრძლივად დაიკავებს ადგილს ამ ინდუსტრიაში. სრულყოფილი განათების, დიზაინის და ადგილმდებარეობის გარდა, თანამედროვე დიზაინერები ვიზუალურთან ერთად ჩვენებებზე ხშირად მიმართავენ სხვა სენსორულ განზომილებებსაც იმისთვის, რომ საკუთარი თემა უკეთესად გადმოსცენ და კოლეგებს შორის გამორჩეულნი გახდნენ. პოდიუმზე სურნელის შეტანით ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ დამახსოვრების უნარი და გავლენა მოახდინონ ამ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების, სტუმრების, დამოკიდებულებაზე მათი კოლექციის მიმართ. ბოლო წლებში ისეთმა დიდმა სახელებმა, როგორიცაა Manning Cartell, Max Mara, Scotch & Soda და Hugo Boss სეზონურ ჩვენებებზე არომატიზაცია გამოიყენეს.

იდეალურ შემთხვევაში, ბრენდის არომატი მის ლოგოს შეესაბამება. ხშირად ვიზუალურ მხარეს არ შეუძლია იმდენად კარგად გამოხატოს ბრენდის შინაარსი, როგორც ამას ექსკლუზიური სურნელი აკეთებს. არომატს სხვა გრძნობებთან შედარებით უფრო ნოსტალგიური და ინტუიციური გრძნობების გაღვიძება შეუძლია ინდივიდში. ის პირდაპირ ჩვენს ტვინს სწვდება და ქმნის მახსოვრობით ასოციაციებს და აძლიერებს ემოციურ რეაქციას. სხვა შთაბეჭდილებებთან კომბინაციაში არომატი გარემოს ხდის უფრო პირადს და ინტიმურს. მოდის ჩვენებაზე არომატის გამოყენება არა მხოლოდ ბრენდის შინაარს უსვამს ხაზს, არამედ მას შეუძლია ახალი განზომილება შეიტანოს დიზაინერის მიერ ჩაფიქრებულ საერთო სურათში. ერთ-ერთმა გამოცდილმა დიზაინერმა თქვა, რომ არომატის ჩვენებებზე გამოყენება „ სტუმრებს ქვეცნობიერ დონეზე აყენებს იმ განწყობაზე, რომლის შექმნაც დიზაინერს სურს.“ რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს კოლექციას - შოკი, სიმარტივე თუ შემოქმედებითობა, არომატიზაციის სპეციალიზებულ მიდგომას შეუძლია ამ განწყობის სტუმრებამდე უსიტყვოდ და შეუმჩნევლად მიტანა.

მოდის ჩვენებებზე სურნელის დამატება შოუს სრულყოფილს ხდის. სტუმრები უყურებენ ჩვენებას, ესმით მუსიკა და გრძნობენ სურნელს, და ყველაფერი ერთად ქმნის განწყობას. რომელიც დიზაინერს აქვს ჩაფიქრებული. სურნელით ბრენდი თავის ისტორიას ყვება და ქმნის მომენტს, რომელიც დროისა და სივრცის გარეთ არსებობს და ჩვენს ქვეცნობიერზე ახდენს გავლენას. არომატიზაცია მოდის კვირეულებზე ეხმარება ბრენდებს საკუთარი ფანტაზიების გაცოცხლებაში.