მადლიერების ნიშნად

12 May, 2020

მადლიერების ნიშნად

კოვიდ-19-ის გამოჩენამ და პანდემიის არსებობამ სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ჩვენც ვცდილობთ ცხოვრების ნორმალური რიტმის გაგრძელების ახალი გზების პოვნას. ამდენ ცვლილებას და გაურკვევლობას ბევრი ჩვენგანი დანაკარგით გამოწვეულ მწუხარებასთან ერთად, შიშით და შეშფოთებით ხვდება.

ჩვენ გვითხრეს, რომ შევჩერებულიყავით და ერთმანეთს დავშორებოდით იმისთვის, რომ ერთმანეთი დაგვეცვა. ეს უკიდურესი, მაგრამ აუცილებელი ზომა იყო, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამომავლო კეთილდღეობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არომატული ატმოსფეროს შექმნით სახლში გატარებულ დროს შედარებით უფრო მშვიდს და სასიამოვნოს გავხდით და შესაძლოა შთაგონების წყაროც გავხდეთ ამ რთულ პერიოდში გამოსავლის ძიების პროცესში.

მსოფლიო ვირუსის გამოწვევის წინაშე ყოველდღიურად დგას. ჩვენ ვიზიარებთ მათ წუხილს, ვინც ვირუსის გამო დაზარალდა. როგორც კომპანიამ, რომლის საქმიანობაც ერთმა ოჯახმა წამოიწყო და რომლის სათავო ოფისი დღეს ნიუ-იორკშია, გვსურს ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ სფეროს მიმართ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა და ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ სამედიცინო პერსონალს. ჩვენ გვსურს, გამოვაცხადოთ ჩვენი ახალი ინიციატივის შესახებ და მხარდაჭერა გამოვხატოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.

12 მაისიდან მოყოლებული მთელი ივნისის განმავლობაში Air Aroma ყოველი გაყიდვიდან 5%-ს გადარიცხავს კოვიდ-19-ის სასწრაფო და გადაუდებელი რეაგირების სამსახურების თანამშრომელთა ოჯახების ფონდში.

ფონდი შეიქმნა იმ ადამიანების და მათი ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ამის გამო ფინანსურ ზარალს განიცდიან. ფონდის მიზანია მედპერსონალს შორის FDA-ს მიერ სერტიფიცირებული ნიღბების დისტრიბუცია, უსაფრთხო თვითიზოლაციისთვის სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება, ხელის სადეზინფექციო საშუალებების დარიგება და იმ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ვინც კოვიდ-19-მა იმსხვერპლა.

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც ყოველდღიურად რისკავს საკუთარ სიცოცხლეს, ვინც საკუთარი თავმდაბალი სიმამაცით უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო გარემოს.

ალბათ მადლობა არ გვეყოფა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედ-პერსონალისთვის. Air Aroma ერთი ოჯახის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20 წელია ემსახურება ადამიანების გამხნევებას, დადებითი განწყობის შექმნას და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას.

ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ მადლობელი ვართ იმ შანსისთვის, რომელიც მოგვეცა, რათა დავეხმაროთ და სიკეთე დავუბრუნოთ.

მადლობა თქვენი შრომისთვის და გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. იმედი გვაქვს, ჩვენი არომატების წყალობით თქვენს სახეებზე ღიმილი გაჩნდება.

Air Aroma-ს გუნდი. კოვიდ-19-ის სასწრაფო და გადაუდებელი რეაგირების სამსახურების თანამშრომელთა ოჯახების ფონდზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://1strcf.org