ზედმეტისგან გათავისუფლება

01 May, 2020

ზედმეტისგან გათავისუფლება

იმის გამო, რომ სახლში უფრო მეტ დროს ვატარებთ, შესაძლოა ჩვენს გარშემო ნივთების მიმართ ჰიპერმგრძნობიარენი გავხდეთ. ასეთ დროს უფრო ვაკვირდებით ფერებს ან ზედაპირებს, რამაც შეიძლება ჩვენი გარემომცველი სივრცის მიმართ დადებითად განგვაწყოს ან პირიქით, გაგვაღიზიანოს.

მინიმალისტური მიდგომის მიხედვით, უწესრიგოდ მიყრილი ნივთებით გადატვირთული სახლი ადამიანს ემოციურად ღლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახლის წესრიგსა და ჩვენს ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. სახლში ჰარმონიული და მოწესრიგებული გარემოს შექმნას შეუძლია იგივე თვისებები ჩვენშიც აღძრას და ჩვენც საკუთარ თავს და ჩვენს გარშემო სივრცეს უფრო სიღრმისეულად დავაფასებთ.

ეს პროცესი კი იწყება ჩვენი ნივთების გადათვალიერებითა და დახარისხებით. საბოლოოდ კი, იმედია იმით დასრულდება, რომ სახლში დავიტოვებთ მხოლოდ საჭირო და ჩვენთვის ძვირფას ნივთებს, რომელთაც ჩვენს ცხოვრებაში რაიმე ღირებულება გააჩნიათ. თუ ყოველ ნივთზე სათითაოდ ვკონცენტრირდებით, დავფიქრდებით და შევაფასებთ მის სარგებელს, ამგვარად უფრო გაგვიადვილდება ისეთ ნივთებზე უარის თქმა, რომლებიც გვეზედმეტება და იმ ნივთებს, რომლებიც გამოსადეგი და მნიშვნელოვანია, უფრო მეტად დავაფასებთ. სახლი უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ბედნიერების საძირკველს, სადაც შესაძლებელია მოდუნება, თავისუფლად სუნთქვა და სიცოცხლით ტკბობა, ისე რომ არაფერმა გააღიზიანოს ჩვენი ყურადღება.

როდესაც თქვენი კუთვნილი ნივთების გადარჩევას დაიწყებთ, ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს და გაიგეთ, მათგან რომელი შედის თქვენთვის საჭირო ნივთების სიაში. ადამიანის ხუთი გრძნობიდან: მხედველობა, ყნოსვა, შეხება, გემო და სმენა - ყნოსვა არის ერთადერთი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ტვინის მეხსიერებით და ემოციების ნაწილთან. ამიტომ ყნოსვას შუძლია დიდი როლი ითამაშოს ადამიანის განწყობაში, ასოციაციურ სწავლასა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დამახსოვრების პროცესში. სურნელის აღქმას შუძლია ტვინში ბევრი შეგრძნება გამოაცოცხლოს. სურნელი შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს ადამიანის გონებაში სიმყუდროვისა და სტაბილურობის შეგრძნებების ფორმირების პროცესში. სახლისთვის კონკრეტული სურნელის შერჩევა თავს უფრო გამორჩეულად და განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ. როდესაც ჰაერი სავსეა იმით, რაც მოგწონთ, შეგიძლიათ ენდოთ თქვენს არომატს, რადგან ის მოგიტანთ იმას, რაც გჭირდებათ იმ მომენტში - მეტ სიმშვიდეს, სასიამოვნო აღელვებას, სიახლის შეგრძნებას ან სიმყუდროვეს.