სხვადასხვა სუნი კონკრეტული სეზონის დადგომის მკაფიო ინდიკატორია. თითოეულ სეზონს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური არომატების კომპლექტი მოჰყვება. ეს არომატები მთლიანად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცინცხალი ყვავილები და გამლღვალი მიწა გაზაფხულია, ალმურმოდებული და ცხელი ტროტუარი ზაფხულია, გამხმარი ფოთლები - შემოდგომა და თოვლი და წიწვნარის სურნელი - ზამთარი. ამ სურნელებიდან რომელიმემ შესაძლოა უფრო მეტად აგვაღელვოს ვიდრე დანარჩენმა. შეგიმჩნევიათ, რამდენად მიგიწევთ გული გარეთ გაზაფხულსა და ზაფხულში, და რამდენად იზრდება სახლში დარჩენის სურვილი, როდესაც ზამთარი გრძელდება?
როგორც აღმოჩნდა, სახლში დარჩენა მხოლოდ სიცივის გამო არ გვინდა. ზამთრის განმავლობაში ჩვენი ყნოსვა ნაკლებად აქტიურია, რადგან გარეთ ჰაერში არც ისე ბევრი სურნელი ტრიალებს. ფილადელფიაში, მონელის ქიმიური ნივთიერებების აღქმის და ყნოსვის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერის, პამელა დალტონის თქმით, ზამთარში მოლეკულები უფრო ნელა მოძრაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ნაკლებად ვიჭერთ სუნთქვისას.
ზამთარში სუნის მიმართ მგრძნობიარენი არ ვართ კიდევ იმისა გამოც, რომ ჩვენი ყნოსვის რეცეპტორები იმალება. ისინი ცივი და მშრალი ჰაერისგან იცავენ თავს. სამაგიეროდ, გარეთ ყნოსვითი შთაბეჭდილებების ნაკლებობის კომპენსაციას სახლებში ვახდენთ, მაგალითად, ბუხრის დანთებით ან ცხელი წვნიანის ან ნამცხვრების მომზადებით. ჩვენ ხომ აუცილებლად გვჭირდება ჩვენი რეცეპტორების დაკმაყოფილება!