ვინ არის „ცხვირი“?

18 February, 2015

ვინ არის „ცხვირი“?

ჩვენ ხშირად მოვიხსენიებთ ადამიანებს მათი უნარებისა და პროფესიის მიხედვით. ადამიანებს, რომლებიც ფილმებში თამაშობენ, მსახიობებს ვუწოდებთ, ხოლო მათ ვინც რესტორნებში გვემსახურებიან - მიმტანებს. მაგრამ ვინ არის „ცხვირი“?

„ცხვირი“ - ამ ტერმინს პარფიუმერ-შემოქმედს ეძახიან, ადამიანს, რომელსაც შეუძლია ხასიათის, ემოციების და ცნებების სურნელების კომპოზიციით გადმოცემა. ის ბევრი წლის განმავლობაში სწავლობს და იძენს ცოდნას ინგრედიენტების უსაზღვრო რაოდენობაზე, მათ მახასიათებლებზე და ესმის, როგორ იცვლება ინგრედიენტების სურნელის თვისებები დროში და ერთმანეთთან კომბინაციის შედეგად.

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა პარფიუმერმა ედმონ რუდნიტსკამ, რომელსაც სუნამოების მოცარტს უწოდებენ, თქვა: „იმისთვის, რომ შექმნა ახალი კომპოზიციები, ახალი ყნოსვითი ფორმები, საკმარისია აზრის სურნელით გადმოცემა შეგეძლოს, ზუსტად ისე, როგორც მხატვარი ფიქრობს ფერებით და მუსიკოსი ნოტებით.“ რუდნიტსკას ყველაზე დიდი მიღწევა პარფიუმერიაში არის მისი 1956 წლის სუნამო Diorissimo, რომელიც შექმნილია შროშანის მსუბუქი ყვავილოვანი ნოტებით. იმის გამო, რომ შროშანის სურნელის ექსტრადირება შეუძლებელია, სხვა ყვავილებისგან, მაგალითად ვარდისა და ჟასმინისგან განსხვავებით, რუდნიტსკამ შემოქმედებას მიმართა და პრობლემა გადაწყვიტა ამ ლამაზი ყვავილის სურნელის რეკონსრუქციის შექმნით, რომელსაც დღეს პარფიუმერიის ინდუსქტრიაში ხშირად იყენებენ.

Air Aroma მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერებთან, რათა შექმნას ინდივიდუალური არომატები, რომლებიც აღვიძებენ ემოციებს და გამოხატავენ ჩვენი კლიენტების სათქმელს. პარფიუმერები სიღრმისეულად იკვლევენ მაღალი ხარისხის არომატული ნაზავების შექმნის პროცესს, რათა დაიჭირონ სასურველი სურნელი და მოარგონ ის ჩვენი კლიენტების ნებისმიერ მოთხოვნას. როდესაც ოსტატ „ცხვირთან“ მუშაობ, სურნელების ხელოვნების შესაძლებლობები უსაზღვროა.