ეპიკურეს ღამეები

04 November, 2020

ეპიკურეს ღამეები

Air Aroma სიხარულით გაცნობებთ, რომ გახდა 20 და 21 თებერვალს გამართული „ეპიკურეს ღამეების“ პრემიერის ოფიციალური არომა-პარტნიორი. “ეპიკურეს ღამეები“ მრავალგანზომილებიანი, მულტი-სენსორული სარესტორნო სივრცეა, რომელიც დახვეწილი გასტრონომიისა და ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს, და ეს ყველაფერი ბრუკლინში, მსოფლიოში სახელგანთქმული „ნეშენელ სოუდასტის“ ინტერიერსა და წარმოდგენების სივრცეში ხდება.

ყოველ საღამოს სტუმრებს სთავაზობენ რამდენიმე თავი კერძისგან შემდგარ სადილს, რომელიც პრესტიჟული შეფების პატრიკ კონოლისა და ფრედერიკ რობერტსის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ამას ემატება საუკეთესო ღვინოები, კოქტეილები, მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, ვიზუალური შთაბეჭდილებებისა და არომატების ატმოსფერო. გემოს, ვიზუალის, ხმის, სურნელისა და შეხების ჰარმონიულად ორკესტრირებული შეხამება აღაფრთოვანებს სტუმრებს და ემოციებისა და სიამოვნების საღამოს ჰპირდება. Air Aroma-ს ამ გასტრონომიული ღონისძიებისთვის განსაკუთრებული არომა-ნაზავების მომზადება ევალება, მათ შორის მიწიერი თუ ჰაეროვანი სურნელებისა, რომლებიც აღვიძებენ გრძნობებს და გადაგიყვანენ ჯადოსნურ სამყაროში.

ორივე დღის ღონისძიებაზე ყველა მოწვევა გაყიდულია, მაგრამ თუ გსურთ აქ მოხვედრა, შეგიძლიათ მომლოდინეთა სიაში ჩაეწეროთ და გაიგოთ მეტი ინფორმაცია აქ: https://www.epicureannights.com