ახალი ავტომობილის სურნელი

01 December, 2017

ახალი ავტომობილის სურნელი

ალბათ თქვენთვის ნაცნობია ახალი მანქანის ყიდვასთან დაკავშირებული ამაღელვებელი გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პროცესი დამღლელი და სტრესული იყოს, საბოლოოდ მაინც შვება და კმაყოფილების გრძნობა გეუფლებათ, როდესაც პირველად ჩაჯდებით საკუთარ მანქანაში და შეიგრძნობთ ნაცნობ „ახალი ავტომობილის სურნელს“. ავტომობილების მწარმოებლები პატივს სცემენ ამ სურნელის მოყვარული მომხმარებლის სურვილს, ამიტომაც შეიქმნა „ახალი ავტომობილის არომატი“, რომ ეს ეფექტი ავტომობილს შეძენიდანვე გაჰყვეს.

მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სამწუხაროდ ახალი ავტომობილი დამახასიათებელი სურნელის 90%-ს წარმოებიდან ერთ თვეში კარგავს. ზოგ ადამიანს ეს სურნელი იმდენად იზიდავს, რომ ისინი ხშირად ითხოვენ მის მიმსგავსებულ არომატს მაშინაც კი, როდესავ მანქანა ახალი არ არის, ან მაშინ, როდესაც ახალი მანქანის სუნი გაქრობას იწყებს. ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ თავად აკონტროლონ ავტომობილის სუნი, რომ ის არ დარჩეს უბრალოდ ნოსტალგიურ გრძნობად, რომელიც ერთ დროს არსებობდა.

Air Aroma სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. ის თანამშრომლობს ავტომობილების მწარმოებლებთან და სპეციალურად მათი შეკვეთით ქმნის ექსკლუზიურ სურნელს ავტომობილების გაყიდვის შოურუმებში, საავტომობილო გამოფენებსა და თავად ავტომობილებში ინტეგრირებისთვის. ახალი ავტომობილის სურნელი ასოცირდება ახალ, მაღალი კლასის ავტომობილთან. არომატის შექმნის გზით Air Aroma ავტომობილების დილერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს ავტო-შოურუმებსა და ავტომობილებში შებიჯებისთანავე სტილისა და ელეგანტურობის შეგრძნება დაეუფლოს. ყნოსვის გრძნობა ადამიანის ყველა გრძნობას შორის ყველაზე ძლიერია. საავტომობილო გამოფენებზე, შოურუმებსა თუ ავტომობილებში არომატების გაფრქვევით ბრენდი ქმნის ავტომობილის შეძენის მსურველთათვის საუკეთესო განწყობას.

„ნისანი“ ავტოგამოფენებს აფორმებს ხილისა და ბალახის ცოცხალი სურნელით. ეს ექსკლუზიური არომატიც Air Aroma-მ შექმნა. „ნისანის“ გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, მათმა თანამედროვე, აღმოსავლურმა არომატმა საავტომობილო შოუს სტუმრებს ენერგიით სავსე და ამაღელვებელი განწყობა შეუქმნა. კიდევ ერთი მოტკბო არომატი, კიტრისა და მწვანე ვაშლის ნოტებით, პოზიტიურობას აფრქვევს. ეს გამაცოცხლებელი თვისებები ახალი ავტომობილის ძიების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. საკუთარი ბრენდის ხელწერის მქონე არომატით ბრენდები ამტკიცებენ ემოციურ კავშირს კლიენტებთან და ამგვარად აძლიერებენ მყიდველის უკუკავშირს ბრენდთან. შოურუმებში, საავტომობილო შოუებსა და ავტომობილებში არომატის გაფრქვევა ქმნის გრძელვადიან გრძნობას, რომელიც არასდროს გაუფერულდება.