რა არის ნოტი? არომატების სამყაროში „ნოტი“ ნიშნავს ზეთის მკვეთრად გამორჩეულ სურნელოვან შტრიხს, რომელსაც დაყნოსვისას შეიგრძნობთ. არომატული ნაზავის შესაქმნელად ნოტების სამ ძირითად საფეხურს გამოყოფენ.
ზედა ნოტი არომატზე პირველ შთაბეჭდილებას გაწვდით. როგორც კი არომატს თავს მოხსნით, პირველად, სწორედ ამ ნოტს შეიგრძნობთ. ეს ნედლი მასალის ხალასი და მსუბუქი შტრიხია, რომელიც ადვილად ორთქლდება და სწრაფად აღწევს თქვენამდე. ასეთი შეიძლება იყოს ციტრუსი და ზოგიერთი ბალახოვანი მცენარე.
როდესაც არომატს მეორედ დაყნოსავთ, სხვა ინგრედიენტებსაც ამოიცნობთ: ეს შუა ნოტებია. შუა ნოტები კომპოზიციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და როგორც წესი, ყველაზე დომინანტური სურნელია სუნამოში. მათ შემჩნევას მაშინ იწყებთ, როდესაც ზედა ნოტები გაიფანტება. შუა ნოტები, როგორც წესი, ყვავილოვანი ან ხილის ნოტებია.
არომატის კომპოზიციის ბოლო კომპონენტი საბაზისო, ბოლო ნოტებია. როგორც პარფიუმერიის ექსპერტი მაიკლ ედვარდსი ამბობს: „ეს არომატის საძირკველია, რომელიც სხვა ინგრედიენტებს ერთმანეთთან აკავშირებს.“ საბაზისო ნოტები მძიმე, თბილი და დახშული ნოტებია და გრძელვადიან ეფექტს იძლევა.“ მაგალითად, საბაზისო ნოტები შეიძლება იყოს მერქნის არომატები და გურმანის ნოტები, ე.წ. ყნოსვითი დესერტი - თაფლი, შოკოლადი, ვანილი. ჩვენი არომატების კომპლექსურობა ზედა, შუა და საბაზისო ნოტების კომბინაციაზეა დაფუძნებული. Air Aroma-ში დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენამდე ნოტების სრულყოფილი კომპოზიცია მოვიტანოთ და თქვენს სივრცეში იდეალური არომატი წარმოვადგინოთ. თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ, დაგვიკავშირდით. ჩვენ Air Aroma-ს გუნდი ვართ საქართველოში.