ადგილების წარმოდგენა სურნელით

19 November, 2020

ადგილების წარმოდგენა სურნელით

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ძალიან გინდათ მოხვდეთ და რეალობას გაექცეთ - ტროპიკული კუნძული, აყვავებული მინდვრები, თუ მაღალი ხეებით დაბურული ტყე. ამ ადგილებში განცდილი სურნელის სენსორული სიამოვნების გახსენება ალბათ უფრო რეალისტურ წარმოდგენას შეგიქმნით. სურნელს მართლაც შეუძლია თქვენი ფანტაზია გადაიყვანოს სხვაგან და თავი ისე გაგრძნობნოთ, თითქოს მართლა სანუკვარ ადგილას იმყოფებით მაშინ, როდესაც სახლში კომფორტულად ხართ მოკალათებული.

იქნებ რომელიმე კუნძულის მლაშე სანაპიროზე გინდათ წარმოიდგინოთ თავი? Air Aroma-ს არომატები Longboard, Seaside ან Oasis გააღვიძებს ფანტაზიას ზღვის გამამხნევებელ მლაშე სურნელსა და თბილი მზის სხივებზე. წარმოიდგინეთ, რომ ზღვის სანაპიროს მიუყვებით და რბილი ქვიშა ფეხის თითებს შორის მოძრაობს, სილა თქვენი ტერფის ფორმას იღებს და მისი წვრილი მარცვლები ქარს მიჰყვება. თუ გსურთ პლაჟზე განცხრომის და მზით გარუჯვის შეგრძნებების სახლიდან გაუსვლელად მიღება, ყნოსვას შეუძლია თქვენი ასეთ ადგილზე გადაყვანა.

თუ სათავგადასავლო ფანტაზიები გიტაცებთ, როგორიცაა მაგალითად ექსკურსია ჯუნგლებში, მოიშველიეთ Air Aroma-ს არომატები Vetiver Rain, Ginger Flower, ან Fig Essence. ახლა თქვენ მიემართებით ლიანებით დაფარული ტყის სიღრმეში და გესმით ტროპიკული ფრინველების ხმა. კაშკაშა შეფერილობის ყვავილები ნოტიო ხეებიდან გეგებებიან, მაღლა ახედვისას კი მწვანე ფოთლების თაღი დაგყურებთ. გრძნობთ და სუნთქავთ წვიმის წვეთების სინოტივეს, ეშვებით ჯუნგლების გაუვალ სიღრმეში და ჩაგესმით შორეული ჩანჩქერის მშვიდი ხმაური.

ან იქნებ თქვენი საოცნებო ადგილი ახალგაფურჩქნული ვარდების, ტიტებისა და გვირილების ბაღია. Air Aroma-ს არომატი Tulip დაგაჯერებთ, რომ ტიტების მინდორში ზიხართ გაზაფხულის მზიან დღეს და აღიქვამთ ბუნების განახლებისა და ზრდის ძალას. არომატი Zuri თავს დაგტრიალებთ იანგ-ილანგისა და წითელი ჟასმინის ტკბილი ყვავილოვანი ნოტებით და გეპატიჟებათ მათრობელა ფანტაზიებში. კიდევ ერთ არომატს, Pomelo Pulp-ს, ხეებზე მძიმედ ჩამოკიდებული მწიფე წვნიანი ხილის სურნელი აქვს და ბუნების ტკბილ საჩუქარს მოგაგონებთ.

წიწვოვან ტყეში სეირნობისას ფიჭვის ხალას სურნელს შეიგრძნობთ. ამ ფანტაზიას Air Aroma-ს არომატი Holiday Tree გაგიღვიძებთ. White Tea Thyme-ს კი მსუბუქი ბალახოვანი სურნელი დაკრავს და ახლომდებარე მინდვრიდან მოტანილ სურნელს მოგაგონებთ. Cedar Mood-ს მაღალი ხეების და ტყეში მოულოდნელი განსაკუთრებული შეხვედრების წარმოსახვის გაღვიძება შეუძლია.

თუ ოცნებებში გადაეშვებით, French Lavender, Serene, და Illuminate ვრცელ მდელოებზე გადაგიყვანთ და წარმოიდგენთ ნიავს, რომელიც მსუბუქად გიშლით თმას და გრილად ელამუნება თქვენ სახეს, ლავანდის თბილ არომატს კი ნაზი ნოტები მოაქვს ჩურჩულით.

აქციეთ წარმოსახვა რეალურ შეგრძნებად და სურნელი წარმოსახვითი მოგზაურობის გზამკვლევად Air Aroma-ს არომატებით.