არომატული სახლი: სპეციალურად სახლისთვის დამზადებული სურნელების ახალი კოლექცია

01 February, 2018

არომატული სახლი: სპეციალურად სახლისთვის დამზადებული სურნელების ახალი კოლექცია

ნიუ იორკი, 2018 წლის თებერვალი - Air Aroma წარმოგიდგენთ ახალი სურნელების კოლექციას, რომელიც მოიცავს ათ მომაჯადოებელ არომატს, სადა, ლამაზი შეფუთვით, სახლის არომა-დიფუზორის Aromax-ის განახლებულ ვერსიასთან ერთად.

უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში Air Aroma ქმნის ექსკლუზიურ არომატებს ფეშენებელური და ინოვაციური საერთაშორისო ბრენდებისთვის, მომხმარებელს სთავაზობს არომა-მარკეტინგულ სტრატეგიებსა და უნიკალურ ყნოსვით ლოგოებს. იგივე პროფესიონალიზმით ის ქმნის ინდივიდუალური გამოყენებისთვის ხელმისაწვდომ არომატების კოლექციასაც იმისთვის, რომ საკუთარ ინტერიერში არომატული განწყობა შეიტანოთ.

ათი ძირითადი არომატი ყველა

 განწყობისა და გარემოსთვის გულისყურით შერჩეული სპეციალურად სახლის სივრცისთვის დამზადებული ეს არომატები თქვენს პირად სივრცეში შთაგონებით სავსე ამაღლებულ ატმოსფეროს ქმნიან. მაგიური და ბოჰემიური, მშვიდი და დიდებული, ცოცხალი და ოპტიმისტური - თითოეული არომატი ატარებს უნიკალურ მახასიათებლებს. სრულიად განახლებული არომატები Cedar Mood (ბუნებრივი, ნაზი და ხის არომატით), Vetiver Rain (ღრმა და მიწიერი), Longboard (წყლის და ელეგანტურობის ჰარმონია), Illuminate (ცოცხალი, ენერგიული და ციტრუსოვანი) და Amber Grand (მგრძნობიარე და ყვავილოვანი). ამ კოლექციაში შედის ასევე უკვე კლასიკად ქცეული ფავორიტები - ლეღვის არომატი, ლიმონის ბალახის ჩაი, Sencha და 100%-ით ნატურალური ეთერზეთოვანი ნაზავები Zuri და Serene. უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნედლი მასალით დამზადებული არომატების ფართო არჩევანი ნებისმიერ გემოვნებას მოერგება. ზეთები ხელმისაწვდომია 30მლ შუშის ჭურჭელში და მათი გამოყენება Aromax-თან ერთად ძალიან ადვილია. მარტივ მინიმალისტურ შეფუთვაში მოქცეული სურნელოვანი ნოტები გარშემო თანამედროვე დახვეწილ ესტეთიკას ასხივებენ.

განახლებული დიფუზორი არომატების ახალ კოლექციასთან ერთად, დაიხვეწა არომა-დიფუზორი Aromax, კონუსური ფორმისა და გლუვი ანოდიზირებული ალუმინის კორპუსიანი ეს მოწყობილობა ახლა უფრო ჩუმად აფრქვევს არომატს და მოიცავს უფრო მეტ ფუნქციას, მათ შორის არომატიზაციას დროის ინტერვალების მიხედვით. Aromax-ი ახლა ხელმისაწვდომია ახალ შამპანურის მაგვარ შთამბეჭდავ ოქროსფერში, რაც სრულყოფილად ესადაგება ნებისმიერ ინტერიერს. მომართეთ განწყობა და განიცადეთ ნეტარება დიფუზორით, რომლის გარეგნული მხარე და სურნელი ერთნაირად მიმზიდველია.